ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თეირანის მახლობლად აფეთქებების ხმა გაისმა
ირანული ტელერადიომაუწყებლობის კორპორაცია „ირიბის“ ინფორმაციით, თეირანის მახლობლად აფეთქებების ხმა გაისმა.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტი ქალაქების – გარმდარეს და კოდსის რაიონში მოხდა, რის შემდეგაც ქალაქ კოდსში ელექტროენერგია გაითიშა.
„ირიბის“ ინფორმაციით, აფეთქებების შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა სამხედრო ობიექტებია განთავსებული.
ჯეიმს მარტინის გაუვრცელებლობის შესწავლის ცენტრის ანალიტიკოსი, ფაბიან ჰინცი ამბობს, რომ მიწისქვეშა ობიექტებიდან ერთ-ერთი ქიმიური იარაღის კვლევას აწარმოებს, მეორე კი არაიდენტიფიცირებული სამხედრო წარმოების ცენტრია. გასული ორი კვირის განმავლობაში ირანში რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტზე მოხდა აფეთქება.