ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის გამო, ესტონეთი პოლონეთში 100 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის გამო, ესტონეთი პოლონეთში 100 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, ესტონეთი პოლონეთში 100 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის მედია ავრცელებს.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, კალე ლაანეტის განცხადებით, ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც პოლონეთში გაემგზავრება, შეიარაღებული ძალების და სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები, ასევე რეზერვისტ-მოხალისეები იქნებიან.

ჯგუფის ნაწილი პოლონეთში ამ კვირის ბოლოს გაემგზავრება, უმრავლესობა კი მომავალ კვირას. ამ დრომდე ზუსტდება, თუ რომელ მონაკვეთზე დაეხმარებიან ესტონელები პოლონელებს. ესტონეთში აცხადებენ, რომ პოლონეთში ასევე გაიგზავნება უპილოტო საფრენი აპარატები.