ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, 40-მდე პირი კი, ტესტის შედეგებს ელოდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მომხმარებელთა უფლებების ზედამხედველობის დეფაქტო სამსახურის ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა.

ამავე ინფორმაციით, ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 244 ადამიანი.