ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მარია კოლესნიკოვამ თანმხლებ პირებთან ერთად ბელარუსის საზღვარი გადაკვეთა და უკრაინაში გადავიდა
ინტერნეტ პორტალ tut.by-ს ცნობით, ბელარუსმა ოპოზიციონერმა, მარია კოლესნიკოვამ და მისმა თანმხლებმა პირებმა საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინაში გადავიდნენ.
ამასთან, ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტზე დაყრდნობით სახელმწიფო სააგენტო „ბელატამ“ გავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა სახელმწფო საზღვარზე შენიშნეს.
მათივე თქმით, კოლესნიკოვასთან ერთად, დღეს დილით საზღვარზე იმყოფებოდა ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი, რომლებთანაც დაკავშირება გუშინდელი დღიდან ვერ ხერხდებოდა.
ამასთან, ბელარუსი სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ კოლესნიკოვა საზღვრის უკანონო კვეთის დროს დააკავეს, თუმცა ამას სახელმწიფო საზღვრის კომიტეტში არ ადასტურებენ
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის მედიის ცნობით, 7 სექტემბერს დილით, მინსკში უცნობმა პირებმა ბელარუსის ოპოზიცური საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. კავშირი გაწყდა ასევე ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორ წევრთან.