ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 23 ადამიანი გარდაიცვალა, 29 კი დაშავდა
ინდოეთის შტატ უტარ პრადეში მეხის დაცემის შედეგად 23 ადამიანი გარდაიცვალა, 29 კი, დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უტარ პრადეშის შტატის ხელისუფლების ცნობით, რვა ადამიანი დაიღუპა ქალაქ ალაჰაბადში, ექვსი – მირზაპურში, ორი კაუშამბიში, ხოლო ერთი ჯაუნპურში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ ექვსი ადამიანი გარდაცვლილია ბჰადოჰიში.
უტარ-პრადეშის შტატის მთავარი მინისტრი გარდაცვლილთა ოჯახებს კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა.