ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესტონეთი რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დარიგებულ პასპორტებს არ ცნობს
ესტონეთი რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დარიგებულ პასპორტებს არ ცნობს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს თქმით, ეს არის პასუხი აპრილში ვლადიმერ პუტინის მიერ გაცემულ განკარგულებაზე, დონბასის მოსახლეობისთვის პასპორტების დარგების შესახებ.
„ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის ძირის გამოთხრა და ის სავსებით ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმების იდეას“, – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების გაცემის წესის გამარტივების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.