ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩინეთს ჰონგ-კონგის მეზობელ პროვინციაში სამხედრო ტექნიკა გადაჰყავს
ჩინეთს ჰონგ-კონგის მეზობელ შენჯენის პროვინციაში სამხედრო ტექნიკა გადაჰყავს.
ჩინური გამოცემა „ფიფლს დეილი“, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთის პოლიციის ჯავშანმანქანები ქალაქ შენჯენის პროვინციაში წვრთნებისთვის ემზადებიან.
აღნიშნული მასალა ჰონგ-კონგში მიმდინარე 10-კვირიანი საპროტესტო აქციების ფონზე გავრცელდა. ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეები თავდაპირველად ექსტრადიციის სადავო კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ამჟამად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კერი ლამის გადადგომას ითხოვენ. პეკინში თქვეს, რომ ჰონგ-კონგში აქციის მონაწილეები „ცეცხლს ეთამაშებიან“.