ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობის შეჩერების წინააღმდეგ პეტიციას მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობის შეჩერების წინააღმდეგ პეტიციას მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი

დიდ ბრიტანეთში პარლამენტის მუშაობის შეჩერების წინააღმდეგ შექმნილ პეტიციას ხელი მილიონმა ადამიანმა მოაწერა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

მთავრობა ვალდებულია, ნებისმიერ პეტიციას უპასუხოს, რომელსაც ხელს 10 000-ზე მეტი ადამიანი აწერს, თუმცა მას შეუძლია არ დაეთანხმოს პეტიციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ბორის ჯონსონის ინიციატივა, რომელიც დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაამტკიცა, დეპუტატებს ბრექსიტის შესახებ მსჯელობისთვის დროს უმცირებს.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს, ხოლო პარლამენტი მუშაობას 14 ოქტომბერს განაახლებს.

ოპოზიციური პარტიები ბორის ჯონსონს „დემოკრატიის შელახვაში“ სდებენ ბრალს და უნდობლობის გამოცხადებით ემუქრებიან.