ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტიის ლიდერი მომხრეებთან ერთად დააკავეს
აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერი ილგარ მამადოვი საკუთარ მომხრეებთან ერთად დააკავეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით აზერბაიჯანელი ჯურნალისტი ხადიჯა ისმაილი ავრცელებს.
ოპოზიცია დღეს მომხრეებთან ერთად ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არასანქცირებული აქციის გამართვას აპირებდა. ილგარ მამედოვი და მისი მომხრები თვლიან, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
9 თებერვალს აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ცესკო-ს მონაცემებით, „ენი აზერბაიჯანი“ (ახალი აზერბაიჯანი) 125 ადგილიან მილი მეჯლისში 70 ადგილს მიიღებს.