ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის მთავრობის შენობასთან აქციაზე შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა.
„დაშავებულია 16 პოლიციელი და 18 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, 17 ადამიანმა უკვე მიიღო საჭირო დახმარება და გაწერეს. 16 დაზარალებული განაგრძობს მკურნალობას“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ მოქალაქეს ოპერაცია ჩაუტარდა.
მედიის ცნობით, მომიტინგეები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რა დროსაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის შენობასთან შეკრებილები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.