მედიის ცნობით, იტალიის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა იტალიელი და რუსი სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ჯაშუშობაში სდებენ ბრალს
მედიის ცნობით, იტალიის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა იტალიელი და რუსი სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ჯაშუშობაში სდებენ ბრალს

იტალიის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა იტალიელი და რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც ჯაშუშობაში სდებენ ბრალს.

იტალიური მედიის ცნობით, დაკავებული იტალიელი სამხედრო კაპიტნის ჩინს ატარებს, ხოლო რუსი სამხედრო იტალიაში რუსეთის საელჩოში მუშაობს, სავარაუდოდ სამხედრო ატაშედ.

როგორც ირკვევა, იტალიური სპეცსამსახურები იტალიელ სამხედროს უთვალთვალებდნენ, როდესაც მას რუსეთის საელჩოში საიდუმლო მასალები მიჰქონდა. სამართალდამცავების ცნობით, ის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას იღებდა.

ორივე დაკავებული ჯაშუშობაშია ბრალდებული და მათ ათ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. „როიტერსის“ ცნობით, მომხდარის გამო რუსეთის ელჩი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.