ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინის უფლებადამცველი ჯგუფები შავ სიაში შეიყვანა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინის უფლებადამცველი ჯგუფები შავ სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების კრიტიკისა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მოქმედი ხუთი პალესტინური უფლებადამცველი ორგანიზაცია აკრძალა და ისრაელის ხელისუფლებას ახლა შესაძლებლობა აქვს, დააკავოს ორგანიზაციის წევრები და დახუროს მათი ოფისები.
აკრძალულ ორგანიზაციებს შორის აღმოჩნდნენ „ალ ჰაქი“, „ადამერი“, „პალესტინელ ბავშთა საერთაშორისო დაცვის ორგანიზაცია“, „ბისანის კვლევისა და განვითარების ცენტრი“ და „პალესტინელ ქალთა კომიტეტების კავშირი“.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცენტრალური სარდლობის უფროსის, იეჰუდა ფუქსის თქმით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაციები „პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტთან“ იმყოფებიან კავშირში, რომელიც ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენეს აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა, ის ასევე გააკრიტიკეს გაერო-მ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ისრაელის გადაწყვეტილებას პალესტინის სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა უწოდეს