ადგილობრივი მედიის ცნობით, გილბოას ციხიდან  ექვსი პატიმარი გაიქცა
ადგილობრივი მედიის ცნობით, გილბოას ციხიდან ექვსი პატიმარი გაიქცა

ისრაელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან ექვსი პალესტინელი გაიქცა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ციხის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გილბოას ციხიდან გაიქცა ექვსი პალესტინელი, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

ადმინისტრაციის ცნობით, პატიმრებმა გვირაბი გათხარეს და ისე მოახერხეს ციხიდან გაქცევა. ყველა გაქცეული პატიმარი სასჯელს 2000-2005 წლებში ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმებისთვის იხდიდა. ციხის ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთი გაქცეული პატიმარი პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფების „ფათაჰის“ ერთ-ერთი მეთაურია. დანარჩენი პატიმრები კი პალესტინის ისლამისტური ჯიჰადის მოძრაობის წევრები არიან. მომხდარს გამოეხმაურა დაჯგუფება „ჰამასის“ წარმომადგენელი, ფავზი ბარჰუმი და პატიმრების გაქცევას გმირობა უწოდა. ისრაელის პოლიციის ცნობით, ქალაქ ჯენინთან და იორდანიის საზღვართან საპოლიციო ძალებია მობილიზებული, რადგან პატიმრები სავარაუდოდ აღნიშნული ადგილებიდან დააპირებენ ისარელის დატოვებას.