ადგილობრივი მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს 89 ქვეყნის წარმომადგენლები დააკვირდებიან
ადგილობრივი მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს 89 ქვეყნის წარმომადგენლები დააკვირდებიან

აზერბაიჯანში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს 89 ქვეყნის წარმომადგენლები დააკვირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საარჩევნო უბნებზე 790 საერთაშორისო დამკვირვებელი განაწილდება. პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატები არიან: საპრეზიდენტო კანდიდატი მმართველი „ახალი აზერბაიჯანის“ პარტიიდან, ილჰამ ალიევი; დამოუკიდებელი კანდიდატი, ზაჰიდ ორუჯი; საპრეზიდენტო კანდიდატი „ეროვნული ფრონტიდან“, რაზი ნურულაევი; საპრეზიდენტო კანდიდატი „დიდი შემოქმედების“ პარტიიდან, ფაზილ მუსტაფა; საპრეზიდენტო კანდიდატი დიდი აზერბაიჯანის პარტიიდან, ელშად მუსაევი; საპრეზიდენტო კანდიდატი „ინტეგრირებული აზერბაიჯანის სახალხო ფრონტიდან“, გუდრატ ჰასანგულიევი და დამოუკიდებელი კანდიდატი, ფუად ალიევი.

აზერბაიჯანში ვადამდელი არჩევნები 7 თებერვალს ჩატარდება.