ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთში, ორენბურგის ოლქში კაშხლის გარღვევის შემდეგ მდინარე ურალში წყლის დონე 872 სანტიმეტრამდე გაიზარდა
რუსეთში, ორენბურგის ოლქში კაშხლის გარღვევის შემდეგ მდინარე ურალში წყლის დონე 872 სანტიმეტრამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხალი გაირღვა. ქალაქის ნაწილი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდა. შედეგად, 6 000 სახლი დაიტბორა და 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო სიტუაციების მინისტრს რეგიონში გაფრენა უბრძანა. ამასთან, კრემლმა განაცხადა, რომ წყალდიდობა გარდაუვალია კურგანის რეგიონსა და ტიუმენში.