ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა.
საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ცნობით, გულიაიპოლსკის რაიონზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა აგრარული საწარმოს სამი თანამშრომელი.
„რუსებმა კვლავ მიიტანეს იერიში ოლქზე. ამჯერად ცეცხლი გაუხსნეს გულიაიპოლსკის რაიონს. დარტყმა ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე განხორციელდა. დაიღუპა სამი ადამიანი. ყველა დაღუპული ამ საწარმოს თანამშრომელია“, – წერს „ტელეგრამში“ ფედოროვი.