ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დონეცკის რაიონში რუსეთის არმიამ „ურაგანის“ ტიპის რაკეტებით თავდასხმა განახორციელა, დაიღუპა ორი ადამიანი
რუსეთის არმიამ დონეცკის რაიონში თავდასხმა „ურაგანის“ ტიპის რაკეტებით განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ხერსონის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატიდან ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩამოაგდო, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მედიის ცნობით, დაშავებულების ჰოსპიტალიზაცია უკვე განხორციელდა და მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.