ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბელგოროდში საჰაერო თავდასხმა მოხდა, არიან დაშავებულები
რუსეთის ქალაქ ბელგოროდში საჰაერო თავდასხმის გამო საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები. ამასთან, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ, სავარაუდოდ, 17 რაკეტა ჩამოაგდო.
გუბერნატორის წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ცხრა ადამიანი. დაზიანდა ათამდე საცხოვებელი კორპუსი და კერძო სახლი. დაზიანებულია ადგილობრივი სკოლაც.