ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, რუს მეცნიერებს უცხოელ კოლეგებთან მარტო დარჩენა ეკრძალებათ
რუს მეცნიერებს უცხოელ კოლეგებთან მარტო დარჩენა აუკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეცნიერო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი გამოცემა „ტორიცკი ვარიანტი“ ავრცელებს და შესაბამისი განკარგულების ფრაგმენტსაც აქვეყნებს.
განკარგულების მიხედვით, რუს მეცნიერებს უცხოელ კოლეგებთან მარტო დარჩენა ეკრძალებათ, ხოლო მათი ვიზიტები წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული მთავრობასთან. ამავე დროს, უცხოელ ექსპერტებს რუსეთის სამეცნიერო დაწესებულებებში მობილური ტელეფონების, კამერების და ჭოგრიტების გამოყენება აეკრძალებათ.
გამოცემის ცნობით, განკარგულებას 11 თებერვალს მოეწერა ხელი, ხოლო ორგანიზაციებს ივლისში გადაეგზავნა.