ადგილობრივებმა ქობულეთში რკინიგზა გადაკეტეს და თბილისი-ბათუმის მატარებელს გავლის საშუალებას არ აძლევენ
ადგილობრივებმა ქობულეთში რკინიგზა გადაკეტეს და თბილისი-ბათუმის მატარებელს გავლის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვენ, რომელზეც ბობოყვათში სანაპირო ზოლზე 27 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გაიყიდოს.
აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა და მისი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას 100-ზე მეტი ოჯახი აცხადებს.
აუქციონის შეჩერების მოთხოვნით აქცია ქობულეთში ერთი კვირის წინაც გაიმართა, დღევანდელი პროტესტის მიზეზი კი, მათივე განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი გახდა. უწყება აუქციონის შეჩერებას არ აპირებს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.