ადგილობრივების ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ატოცთან სამუშაოები განაახლეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ატოცთან სამუშაოები განაახლეს. რუსი სამხედროები ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ გამოჩნდნენ და რკინის დამონტაჟებულ ძელებზე ღობის მონტაჟი დაიწყეს.
ინფორმაცია სოფელ ატოცთან რუსი სამხედროების გამოჩენის შესახებ, საქართველოს პირველ არხს ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, მარინა გულიაშვილმა დაუდასტურა.
უკანონო სადემარკაციო სამუშაოები ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაიწყეს. თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეჩერებული სამუშაოები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღეს ისევ განაახლეს.