ადენის ყურეში ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 34 მიგრანტი დაიღუპა
ადენის ყურეში ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 34 მიგრანტი დაიღუპა

ადენის ყურეში, ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 34 მიგრანტი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ნავით კონტრაბანდისტებს 60-მდე იემენელი გადაჰყავდათ.

მედიასაშუალება „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ნავების ჩაძირვასთან დაკავშირებული ინციდენტები ჯობუტის სანაპიროსთან გახშირდა, რადგან მიგრანტები, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში სიღარიბესა და ომს გაურბიან, საუდის არაბეთსა ან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამ გზით ცდილობენ ჩასვლას.