ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივითა და გაერო-ს სააგენტოების, ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებით, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, იმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ) განხილვის თაობაზე.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოცემული დოკუმენტი შემუშავებულია მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით, სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
„აღნიშნული ფორმატი საშუალებას აძლევს სამოქალაქო სექტორს, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები გეგმის აქტივობებთან დაკავშირებით და მოისმინონ პასუხისმგებელი უწყებების უკუკავშირი. ზემოაღნიშნული გეგმის შესრულების ეტაპზე მუშაობა სამოქალაქო სექტორთან ამგვარი ფორმატით კვლავ გაგრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.