ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სავარაუდოდ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სავარაუდოდ მომავალ კვირას დაასახელებს. ამის შესახებ შსს მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ვერანაირი შედეგიანი ბრძოლა კრიმინალთან, ვერ იქნება დაფასებული, თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული შესაბამის დონეზე.
“რაც შეეხება ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, განიხილება რამდენიმე კანდიდატურა. ვფიქრობ, მომდევნო კვირას გადაწყვეტილებას მივიღებ. რაც შეეხება თანამშრომლებს, მიმდინარეობს ღია კონკურსი და ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.