ევროკავშირი ჩინეთის, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ერიტრეას, ლიბიისა და სამხრეთ სუდანის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს
ევროკავშირი ჩინეთის, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ერიტრეას, ლიბიისა და სამხრეთ სუდანის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს

ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ევროკავშირი ჩინეთის, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ერიტრეას, ლიბიისა და სამხრეთ სუდანის მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას გეგმავს.

ინფორმაციას ევროპელი დიპლომატები ავრცელებენ.

მედიის ცნობით, სანქციების დაწესების შესახებ წინასწარ შეთანხმებას ევროკავშირის ელჩებმა 11 მარტს მიაღწიეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი 22 მარტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უნდა დაამტკიცონ.

კონკრეტული პირები, რომლებიც ევროკავშირის „შავ სიაში“ მოხვდებიან, ჯერ არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ე.წ. მაგნიტსკის აქტის ანალოგი 2020 წლის ბოლოს დაამტკიცა. შესაბამისი მექანიზმი ევროკავშირს უფლებას აძლევს, ადამიანის უფლებების დარღვევებში მხილებულ პირებს შეზღუდვები დაუწესოს.

ახალი მექანიზმი პირველად მარტის დასაწყისში რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენეს, როდესაც ოთხ მაღალჩინოსანს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დევნისთვის სანქციები დაუწესეს. „შავ სიაში“ მოხვდა რუსეთის გენერალური პროკურორი, საგამოძიებო კომიტეტისა და სასჯელაღსრულების სამსახურის ხელმძღვანელები და როსგვარდიის მეთაური.