ადამიანები, რომლებიც ტაილანდის მღვიმიდან მოზარდების და მათი მწვრთნელის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდნენ
ადამიანები, რომლებიც ტაილანდის მღვიმიდან მოზარდების და მათი მწვრთნელის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდნენ

ადამიანები, რომლებიც ტაილანდის მღვიმიდან 12 ბავშვისა და მწვრთნელის გამოყვანის ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას .

ჯონ ვოლნტენი და რიჩარდ სტენტონი

ბრიტანელი ჯონ ვოლანტენი სწორედ ის ადამიანია, რომლის ხმაც მღვიმეში მყოფმა ბავშვებმა და მწვრთნელმა მეცხრე დღეს, პირველად გაიგეს.

ვოლანტენი და მყვინთავი რიჩარდ სტენტონი ტაილანდის მთავრობის თხოვნით, მღვიმეში ბიჭების დაკარგვიდან სამი დღის შემდეგ შევიდნენ. მათთან ერთად მღვიმეში მესამე მყვინთავიც იყო, რობერტ ჰარპერი .
ჯგუფს არა ერთ ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა, მათ შორის ნორვეგიაში, საფრანგეთსა და მექსიკაში.

რიჩარდი ჰარისი

რიჩარდ ჰარისი  ავსტრალიელია. ის უკვე წლებია მყვინთავია. ჰარისი მღვიმეში ბიჭებს ავარჯიშებდა და სამაშველო ოპერაციის დაწყებას მწვანე შუქი სწორედ მან აუნთო. გავრცელებული ინფორმაციით, ჰარისმა დიდი როლი შეასრულა ოპერაციის წარმატებით დასრულებაში.

ტაილანდის საზღვაო ქვეითები

ბავშვების მღივიმიდან ამოყვანაში განსაკუთრებული როლი ექიმმა შეასრულა. მისი სახელი და გვარი პაკ ლოჰარნშუნია. ექიმმა სამ მყვინთავთან ერთად თავად გამოთქვა სურვილი მღვიმეში ბიჭებთან ერთად დარჩენილიყო .

სამან გუნანი

სამან გუნანი 38 წლის იყო, ის ტაილანდის საზღვაო ძალების ყოფილი მყვინთავი იყო, რომელიც ამ ოპერაციაში მოხალისედ მონაწილეობდა.

გუნანმა 6 ივლისს ბავშვებს ჟანგბადის ბალონები მიაწოდა, მღვიმიდან გამოსვლის დროს კი თავად გაუთავდა ჟანგბადი და გარდაიცვალა.

ბენ რეიმენანტსი

ბენს ტაილანდში ყვინთვის აღჭურვილობის მაღაზია აქვს. ის იმ ჯგუფის წევრია, რომელმაც ბიჭები აღმოაჩინა.

კლაუს რასმუსენი

კლაუს რასმუსენი დანიის მოქალაქეა, რომელიც უკვე წლებია ტაილანდში ცხოვრობს და მყვინთავთა სკოლაში ასწავლის.

ივან კარაჯიჩი


ივან კარაჯიჩი დანიელია. ის ტაილანდში რამდენიმე წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად და მყვინთავთა ცენტრს ხელმძღვანელობს. ტელეკომპანია BBC -სთან ინტერვიუში თქვა , რომ ოპერაციის დროს ძალიან ნერვიულობდა .

ერიკ ბრაუნი

ერიკი კანადელია, ის ტექნიკური ინსტრუქტორია . 9 დღის განმავლობაში მღვიმეში 7- ჯერ იყო შესული და საერთო ჯამში ტამ ლუანგის მღვიმეში 63 საათი გაატარა.

ტაილანდში ბავშვების მღვიმიდან გამოყვანის ოპერაცია სამი დღე მიმდინარეობდა.  11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.