„ADAMI მედია პრიზი“ 2018 წლის 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება
„ADAMI მედია პრიზი“ 2018 წლის 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება

„ADAMI მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ მოუწოდებს ჟურნალისტებს, კინემატოგრაფისტებსა და აუდიო-ვიზუალური სფეროს ყველა პროფესიონალს, გამოიყენონ დრო და მოემზადონ ჩვენი კონკურსისთვის ზაფხულში.

„როდესაც ჩვენს გარშემო შენელებულია პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა, სწორედ საუკეთესო დროა, გადაიღოთ ფილმები და რეპორტაჟები ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების, ტოლერანტობისა და მიგრაციის თემაზე“, – აღნიშნულია „ADAMI მედია პრიზის“ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ADAMI 2018-ის კონკურსი გრძელდება და მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, შეიტანონ განაცხადები, გაგზავნონ ვიდეოები და ვებგვერდები 2018 წლის 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით.

„ADAMI ელოდება ახალ მასალებს საქართველოდან“, – აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ეწვიონ კონკურსის ვებგვერდს: https: //www.adamimediaprize.eu/new-page-2/

წინა მონაწილეებისა და მათი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია „ADAMI მედია პრიზის“ არქივში: http://archive.adamimediaprize.eu