ადამ კინზინგერი - ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა
ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი წერს.
„რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, გვსურს, მკაფიოდ ვთქვათ: აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ბრძოლა დასრულდეს ისე, რომ უკრაინამ არ დაკარგოს თავისი ტერიტორიის არც ერთი სანტიმეტრი. ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს. ეს სრული სიყალბეა“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი „ტვიტერში“.