ადა მარშანია აცხადებს, რომ უმრავლესობას კიდევ 30-მდე დეპუტატი დატოვებს
ადა მარშანია აცხადებს, რომ უმრავლესობას კიდევ 30-მდე დეპუტატი დატოვებს

მიკვირს იმ განცხადებების, სადაც ნათქვამია, სად ჩვენ და სად „სოციალ-დემოკრატები, – ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტების“ წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ პირველ არხს განუცხადა.

მარშანიას თქმით, „პატრიოტებს“ სხდომებზე სოციალური საკითხები არაერთხელ გამოუტანიათ.

„ჩემს გამოსვლას ქვეყნის გამთლიანებით და უმუშევრობით ვიწყებ. ჟორჟოლიანი და წიკლაური ძალიან ცნობილი ადამიანები არიან, რომლებსაც ეროვნული მოძრაობიდან ვიცნობ. ყველაფერი ლოგიკურად, ბუნებრივად მოხდა. ძველი მებრძოლი ხალხი და მათი სოციალური შემადგენელი ჩვენთვის არ არის უცხო და არის ძალიან ახლო და გასაგები.
ფრაქციების დაშლა და სხვა ფრაქციაში შესვლა ბუნებრივი პროცესია, ეს უმრავლესობასთან არ იყო შეთანხმებული. ვიცით, რატომაც მოხდა. წყალგამყოფი ორი საბედისწერო კენჭისყრა აღმოჩნდა, ეს იყო მოსამართლეების საკითხი და ჩვენი რეზოლუცია“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

მისი თქმით, უმრავლესობიდან დეპუტატების წამოსვლა აღნიშნული კენჭისყრების შემდეგ დაიწყო და მალე კიდევ 30-მდე დეპუტატი დატოვებს უმრავლესობას.

„კონფიგურაციის შეცვლა ბუნებრივი პროცესია, არავითარი „მასესხე დეპუტატი“ არ ხდება. ეს იყო მათი შეგნებული და ნებაყოფლობითი ნაბიჯი. ჩვენი ვარაუდით, უმრავლესობას კიდევ დაახლოებით 30 დეპუტატი დატოვებს.  ცარიელ ნიადაგზე ვარაუდებს არ გამოვთქვამთ. ეს ინფორმაცია უმრავლესობიდან მოდის და იმ დეპუტატებისგან ვიცი, ვინც ამის გაკეთებას აპირებს. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენს რიგებშიც მივიღოთ, თუ მათი ნება-სურვილი იქნება. ახალი უმცირესობის შექმნა და არა ისეთი, როგორიც ახლა პარლამენტში გვყავს, წაადგება პარლამენტსა და საპარლამენტო საქმიანობას“,-განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ,  დეპუტატებმა გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვეს და ფრაქცია „პატრიოტებში“ გაწევრიანებას გეგმავენ.