ადა მარშანია - 120/30-ზე მოდელი არ არის ის, რასაც „ქართული ოცნება“ დაგვპირდა, თუმცა მაინც სჯობს არსებულ სისტემას, საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ მხარს დავუჭერთ
ადა მარშანია - 120/30-ზე მოდელი არ არის ის, რასაც „ქართული ოცნება“ დაგვპირდა, თუმცა მაინც სჯობს არსებულ სისტემას, საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ მხარს დავუჭერთ

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, 120/30-ზე მოდელი არ არის ის, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას დაჰპირდა, თუმცა არსებულ სისტემაზე უკეთესია.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

„ეს არ არის ის დანაპირები, რასაც „ქართული ოცნება“ დაგვპირდა ქვეყანას და პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ იმ ფონიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია, 120/30-ზე მაინც სჯობს იმას, რაც გვქონდა. იმ პირობებში, როცა დიადი უმრავლესობის ხელშია ყველაფერი და მათი ფარული სატელიტისა და მოკავშირე „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე გრძელდება დანაშაულებრივი კოაბიტაცია, ამის გათვალისწინებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ვარიანტი მისაღებია და მხარს დავუჭერთ, თუ ისევ გზა და გზა ამათი ბნელი და ჩვენთვის გაუგებარი სურვილებისამებრ რაიმე არ შეიცვლება“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

დატოვე კომენტარი