ადა მარშანია - მიხეილ სააკაშვილი დადის სხვადასხვა ქვეყანაში და ახალი პროვოკაციების კერას ქმნის, რა გახდა დამნაშავის ჩამოყვანა და მისი გასამართლება
ადა მარშანია - მიხეილ სააკაშვილი დადის სხვადასხვა ქვეყანაში და ახალი პროვოკაციების კერას ქმნის, რა გახდა დამნაშავის ჩამოყვანა და მისი გასამართლება

იცით, რა ხდებოდა ე.წ. პრეზიდენტის, სააკაშვილის დროს და კიდე დაბორიალობს ეს ბანდიტი ადამიანი მსოფლიოში და ახალი პროვოკაციების კერას ქმნის, რა გახდა დამნაშავის ჩამოყვანა და მის გასამართლება, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ განაცხადა.

როგორც ადა მარშანიამ აღნიშნა, ცხრა წელი გავიდა, რაც უსასტიკესი რეჟიმისგან გათავისუფლდა ქვეყანა, თუმცა სამართლიანობის აღდგენის მხრივ ძალიან ცუდი სურათია.

„მეცხრე წელი წავიდა, რაც გავისტუმრეთ მშვიდობიანად უსასტიკესი რეჟიმი და სამართლიანობის აღდგენის მხრივ ძალიან ცუდი სურათი გვაქვს, ჩავარდნა გვაქვს პრაქტიკულად. ამ მხრივ სამარცხვინო სტატისტიკა სრულიად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბრალი და დანაშაულია. 53 ათასი საჩივარი დევს პროკურატურაში. ეს არა მხოლოდ პროკურატურის თავისტკივილი უნდა იყოს. სპეციალური დეპარტამენტი იცით, როდის შეიქმნა? მესამე წლის თავზე ხელისუფლებაში ყოფნისა „ქართული ოცნების“ და ისიც საზოგადოების დაჟინებული, კატეგორიული მოთხოვნის შედეგად. ბატონი ნადარეიშვილი იყო აქ მოხსენებით მოსული. რვა პროკურორი ჰყავს მას დეპარტამენტში, როგორ უნდა გაუმკლავდეს რვა პროკურორი 53 ათას საჩივარს. ისეთი საჩივრები დევს მანდ, ოჯახებია განადგურებული. იცით თქვენ, რა ხდებოდა ე.წ. პრეზიდენტის, სააკაშვილის დროს, და კიდე დაბორიალობს ეს ბანდიტი ადამიანი მსოფლიოში და ახალი პროვოკაციების კერას ქმნის. „ქართული ოცნება“, რატომ იღიმი, ქალბატონო სოფო, რა გახდა დამნაშავის ჩამოყვანა და მისი გასამართლება? თქვენ რომ ბრძანეთ, სინანულის გრძნობა არ აქვთო, არც ექნებათ. ჩვენი ხალხი აპატიებს შეიძლება, ძალიან სულგრძელია ქართველი ერი, მაგრამ მე პირადად, ადა მარშანია მათ არაფერს არ ვაპატიებ, გინდ მოინანიონ. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ძალიან ჩახედული ვარ მათ საშინელ საქმეებში. აი, ამიტომ ვერ ვაპატიებ ვერაფრით“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

ამასთან, ადა მარშანიამ საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მიიღონ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუცია.

„სოფო კილაძემ თქვა, აქ არ არიან დღეს და არ მიკვირსო. უკაცრავად ვარ, მაგრამ კეთილი ინებეთ „ქართულმა ოცნებამ“, თქვენი დიადი უმრავლესობით, და მიიღეთ პლენარულ სხდომაზე „პატრიოტების“ რეზოლუცია. ეს არ არის ვიწრო პარტიული ხედვა, ეს არ არის ჩვენი კაპრიზი და დემაგოგიური განცხადებები, ამას ჩვენი ერის ნახევარი მილიონი წარმომადგენელი ითხოვს. ჩვენ უბრალოდ შევაჩერეთ ხელმოწერა, თორემ ლამის სრულიად საქართველო მოაწერს ამას ხელს. უბრალოდ, ფიზიკურად არ არის მარტივი და ფინანსები სჭირდება, შრომა სჭირდება ამას დიდი. ნახევარი მილიონი არ არის საკმარისი? არ მაქვს მე იმედი, თქვენ რომ ამას მიიღებთ. დანაშაულებრივი კოჰაბიტაცია სახეზეა. თქვენ ეს ნაკლებათ გეხებათ, ალბათ ქალბატონო სოფო. მე მივესალმები თქვენს ბევრ განცხადებას – გნებავთ პლენარულ სხდომაზე, გნებავთ აქ, კომიტეტის სხდომაზე, და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ პროკურატურიდან ბატონ ნადარეიშვილს მოვიწვევთ აქ და ამ თემას საგანგებოდ გავივლით“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

დატოვე კომენტარი