აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
მომავალი წლის აჭარის ბიუჯეტი 324 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც თითქმის 12 მილიონით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით.
„ბიუჯეტი დაიგეგმა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. პრიორიტეტებია ჯანდაცვა, განათლება, მაღალმთიანი აჭარა, ინვესტირება და ასე შემდეგ. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა, ჩვენ ვახერხებთ ადმინისტრაციული ხარჯების ერთი მილიონით შემცირებას. საინტერესოა, რომ ამ ბიუჯეტში გათვალისწინებულია, გონიოს ტერიტორიაზე 48 ჰექტარი ფართობის შესწავლა, განაშენიანების გეგმის შედგენა, რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციების საფუძველი გახდება”, – განაცხადა აჭარის ფინანსთა მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ.
ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიცია. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.