აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ხმაური იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ „ქართული ოცნების“ წევრს, ვლადიმერ მგალობლიშვილს უზრდელი უწოდა, რასაც „ქართული ოცნების“ მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.
„თქვენ ხართ უნიჭო ჩმორი. უაზრო გამოსვლას ვუსმინეთ თავიდან ბოლომდე. ფული არის მოპარული ბიუჯეტიდან. უამრავი კითხვაა, რომელიც უნდა დავსვა. აუდიტის სამსახურმა ჩვენი დასმული კითხვების უმრავლესობაზე გამოძიება დაიწყო. ჩხუბს არ ვაპირებ, ჩვენ ვაპირებთ მხილებას სადაც ფულს მოიპარავენ“,- აცხადებს გიორგი კირთაძე.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს სხდომის დატოვება და საქმის გარეთ გარკვევა სთხოვა.
„მათ თავის დროზე გააკეთეს განცხადება, რომ ვინც უმაღლეს საბჭოში შევიდოდა იქნებოდა მოღალატე და სუს-ის აგენტი. ვიკითხე, თქვენ რომ აქ შემოხვედით მოღალატეები ხართ თუ აგენტები? რეალურად მათი განცხადებების კომენტირებას და შეხსენებას გაღიზიანება მოჰყვა. როდესაც რაიმეს ლაპარაკობ დაფიქრება სჭირდება, რადგან მას მომავალში შეგახსენებენ“,- აცხადებს ვლადიმერ მგალობლიშვილმა.
ხმაურის გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.