აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სისტემით არჩევის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელმა აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების შენობის შესასვლელთან ტრანსფარანტებით მივიდნენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
„მოვითხოვთ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას, აგვიხსნას, რატომ მოგვატყუეს და რატომ არ განიხილეს უკვე ინიცირებული კანონპროექტი“, – აცხადებს აქციის მონაწილე მინდია ადაძე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი პერმანენტულად გაგრძელდება.