აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული სია წარადგინა
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ათეული ცნობილია. სიის პირველი ნომერია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
მმართველი პარტიის ათეულში არიან დავით გაბაიძე; ჯაბა ფუტკარაძე; თინათინ ზოიძე; გიორგი მანველიძე; ირაკლი ჭეიშვილი; ნადიმ ვარშანიძე; ფატი ხალვაში; დავით თედორაძე; ლადო მგალობლიშვილი;
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება.