აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჭიშკარზე ბოქლომის დადებას გეგმავს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული
აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ხალხმრავლობაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გეგმავენ უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს ბოქლომი დაადონ.
„აქციას ვგეგმავთ, ვაპირებთ, ჭიშკარს ბოქლომი დავადოთ. ვაპროტესტებთ უკანონო დაკავებებს, მათ შორის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რეზო ხარაზი.
უმაღლეს საბჭოსთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ადგილზე იმყოფებიან ასევე მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც.