აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მათ მიერვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 5 სექტემბერს, დილიდან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ეპოდემიოლოგები პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას დაიწყებენ.
რა რეჟიმში განაგრძობს მაუწყებელი მაუწყებლობას, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.