აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსთან დაკავშირებით რისკების შემცირების ღონისძიებებზე იმსჯელეს
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აჭარაში რისკების შემცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგებისგან რეგიონში პანდემიის ფარგლებში მიმდინარე შემაკავებელი და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონის საკარანტინო სივრცეებში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა მიმდინარეობს.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს პრევენციული ღონისძიების მართვისა და არსებული მარაგების საკითხები. განისაზღვრა გადაუდებელი საჭიროებები და მათი მიწოდების უზრუნველყოფის გეგმა.
დღევანდელი მდგომარეობით, უშუალოდ აჭარაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის საკარანტინო სივრცეში 900-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში რჩება 100-ზე მეტი.