აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნონა ეფაძე აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსი პედაგოგს დაუდასტურდა.

​მისი თქმით, კოვიდინფიცირებულს კოლეგებთან გარკვეული შეხება ჰქონდა.

„ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა. განსაზღვრულია მისი ახლო კონტაქტები. ორგანიზება გაეწია ორ დაწესებულებას. ორ სკოლასთან ჰქონდა შემხებლობა. დაგეგმილია მათი გაფართოებული ტესტირება“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს აჭარაში კორონავირუსის 20 შემთხვევა დადასტურდა.