აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების მობილიზება ხდება
მიმდინარეობს სამაშველო-საძიებო მოქმედებები, ჩართულია როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე პოლიციის თანამშრომლები. ადგილზეა სასწრაფო დახმარება, საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურები, მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების მობილიზება ხდება, – ამის შესახებ აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შსს-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, კერძოდ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტზე, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და საპოლიციო ძალები, ჩამონგრეულია კორპუსის ერთი მხარე.
„ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ახლა მიმდინარეობს სამაშველო საძიებო მოქმედებები, ჩართულია როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე, პოლიციის თანამშრომლები. ადგილზეა სასწრაფო დახმარება, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურები. მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე, რომლის დახმარებით ხდება დაშავებულების აღმოჩენა ინტენსიური სამუშაოების პროცესში და მათ ევაკუაცია. დაშავებულთა რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან ვთხოვო მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები, დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომლებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერიტორია შემოსაზღვრულია და მათი მხრიდან არ მოხდეს სამუშაოებზე ხელის შეშლა“, – განაცხადა აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა.