აჭარის საკარანტინო ზონებს დღეს 230 მოქალაქე დატოვებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად კარანტინში 1510 მოქალაქეა, რომელთა რიცხვიც 1280-მდე შემცირდება.
„საკარანტინო ვადის ამოწურვის შემდეგ ყველა მოქალაქეს ვიკვლევთ და ისინი კარანტინს მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ ტოვებენ. გამოკვლეულია 230-ივე პირი, რომლებიც საკარანტინო სივრციდან სახლებში დღეს დაბრუნდებიან“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.
აჭარაში საკარანტინო ზონები, დღევანდელი ნაკადის ჩათვლით, სულ 5200-მდე პირმა დატოვა.