აჭარის რეგიონში მეხუთე დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არც დღეს დაფიქსირებულა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბათუმის ლაბორატორიებმა 140 პირის სინჯი გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია.
მეხუთე დღეა, რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ტესტირება 5000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.