აჭარის რეგიონში კორონავირუსზე გასულ ღამეს 167 პირი გამოიკვლიეს, ვირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში ახალ კორონავირუსზე გასულ ღამეს 167 პირი გამოიკვლიეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ვირუსი არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა.
დღის განმავლობაში ლაბორატორიაში კიდევ 33 პირს გამოიკვლევენ, რომლებმაც რესპირატორული ჩივილებით ცხელების კლინიკებს მიმართეს. ტესტების პასუხები სავარაუდოდ, საღამოს გახდება ცნობილი.
აჭარაში კორონავირუსზე ტესტი სულ 15 304 პირს ჩაუტარდა. გამოკვლევები გაგრძელდება. კარანტინში რჩება 885 პირი. იზოლაციის სივრცეები დატოვა 7 858-მა პირმა.
ინფიცირების შემთხვევა აჭარაში 30 აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა.