აჭარის რეგიონში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის რეგიონში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი, დღემდე სულ გამოჯანმრთელებულია 35 916 პაციენტი.

ამასთან, კლინიკა დატოვა ოთხმა პაციენტმა, კრიტიკულ მდგომარეობაშია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება სამი პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობას გადის 108 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 38, ონლაინკლინიკაში – 107.