აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში მოქმედი კარანტინის ზონები სულ 5 555-მა პირმა დატოვა. რეგიონში იზოლაციაში 1 438 მოქალაქე რჩება.
რეგიონის საკარანტინო ზონებში უცხოეთიდან, ძირითადად თურქეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები გადაჰყავთ.
აჭარაში საკარანტინო სივრცეები 27 სასტუმროშია განთავსებული. მათი ფუნქციონირებისთვის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.