აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სოფელ ნამონასტრევის სკოლის ერთადერთ მოსწავლეს ახალი წელი მიულოცა [ვიდეო]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი, შვილთან – ნიკოლოზთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ნამონასტრევში ექვსი წლის ნიკუშა თურმანიძეს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პატარა ნიკუშა სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთი მოსწავლეა. იგი პოლიციელობაზე ოცნებობს.
სხვა საჩუქრებთან ერთად, კონსტანტინე ანანიაშვილმა ბავშვს პოლიციელის ფორმა გადასცა და პოლიციის ავტომანქანით გაასეირნა.