აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს განახლდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს განახლდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, კონსულტაციები განახლდა. ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს არა უშუალოდ პრეზიდენტი, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები – ფიქრია ჩიხრაძე და გიორგი აბაშიშვილი ხვდებიან.

ისინი ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ფოიეში აჭარის უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ხვდებიან.

გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიების წევრებთან გამართა.