აჭარის მთავრობის სახლთან იპოთეკური სესხებით დაზარალებულები, თვითდასაქმებულები, თურქეთში დასაქმებული პირები, სხვადასხვა ობიექტზე თვითნებურად შესახლებული და სხვა პრობლემების მქონე პირები აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, თუ ხელისუფლება პრობლემების გადასაწყვეტად ნაბიჯებს არ გადადგამს, 15 თებერვლიდან მთავრობის სახლთან ხალხმრავალ აქციებს მოაწყობენ.
ამასთან, აღინიშნა, რომ არ უერთდებიან ოპოზიციას, რომელიც აქციებს დეკემბრიდან მართავს.
„წლებია, ხალხს პრობლემები დაუგროვდა, ხელისუფლების უყურადღებობამ გააერთიანა ეს ხალხი, ამიტომ 15 თებერვლიდან დაიწყებენ გაერთიანებულ აქციებს, თუმცა ჩვენ არ ვუერთდებით ოპოზიციას“, – განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.
შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.