აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქციაზე ხმაურია.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აპირებდნენ პერფომანსის გაკეთებას, რის საშუალებასაც სამართალდამცეველები არ აძლევენ.
ვითარება კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
„პოლიციას ავიწყდება, რომ გამოხატვის თავისუფლებაც უნდა დაიცვას“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ადგილზე მყოფ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კონსტანტინე ანანიაშვილს დაუპირისპირდნენ.
„ჩვენ ვიცავთ წესრიგს, ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ როცა აქციის მონაწილე არღვევს პოლიციის კორდონს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რა თქმა უნდა, ექნება შესაბამისი რეაქცია“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.