აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ევროპის მოედნიდან უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს, ხმაურია.
ადგილზე ერთმანეთს პოლიცია და ოპოზიციის წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაკავებულია რამდენიმე პირი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა არის ხელისუფლების სირცხვილი და ისინი მთავრობის სახლთან მივიდნენ ამის გასაპროტესტებლად, ასევე იმისთვის, რომ აჭარის მთავრობას დაეფიქსირებინა პროდასავლური კურსი.
„დღეს რაც მოხდა, იყო სამარცხვინო, აღმოვჩნდით ბოროტების იმპერიის მხარეს. ამას ვაპროტესტებთ და ამის საშუალება არ მოგვცა პოლიციამ, უკვე მილიციამ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ანთაძემ.
აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ისმის შეძახილები პუტინის და ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით.